უსაფრთხო საზოგადოება
KİTAP HAKKINDA
"სიტყვა ისლამი ხილული და უხილავი ბოროტებისგან განწმენდას ნიშნავს. ისლამი ასევე ნიშნავს მშვიდობას, რომელიც არაბული სიტყვების: „სელმ“ და „სილმ“-ისგან მომდინარეობს. სიტყვის ფუძისეული მნიშვნელობა „მშვიდობაა“. შესაბამისად, მუსლიმი მშვიდობიანს, მშვიდობის მიმდევარს ნიშნავს. გამომდინარე აქედან, იყო მუსლიმი ნიშნავს კონფლიქტებისა და არეულობის მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ზრუნვას, ისლამით მიღწეული მშვიდობა მხოლოდ ადამიანებს შორის კი არა, ადამიანებსა და გარემოს შორისაც უნდა დამკვიდრდეს. ადამიანი, როგორც მისი გაჩენის არსი მოითხოვს, გამჩენის მიმართ მორჩილებასა და თაყვანისცემას მისდევს და ამავდროულად სხვა ადამიანებისა და გარემოს მიმართ მშვიდობიან დამოკიდებულებაშია. ამ თვალსაზრისით ისლამი ღვთის მიერ შუამავლის შუამავლობით ადამიანებთან დადებული ერთგვარი ხელშეკრულებაა. ეს ხელშეკრულება ღმერთსა და ადამის მოდგმას შორისაა დადებული. "