KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
სიcოcხლის უფლება

სიcოcხლის უფლება

KİTAP HAKKINDA

" ღმერთმა გააჩინა დედამიწა, ცა, წყალი, მცენარეები და სხვა. ყველაფერი ჰარმონიულად იყო შეხამებული, მაგრამ ერთი რამ აკლდა. ეს იყო ადამიანი. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდებოდა, უკვე მზად იყო. ყველა არსება ადამიანს ელოდებოდა. რომ არა არამიანი, დედამიწის გაჩენის აზრი არ იქნებოდა განხორციელებული. მიწის, ცის, მცენარეების, ცხოველების და მოკლედ ყველაფრის გაჩენის არსში და იდეაში ცენტრალური ადგილი ადამიანს ეკავა. ღმერთს ადამიანის გაჩენის განზრახვა ადრიანად ჰქონდა, მაგრამ ის ბოლოს გააჩინა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი პასუხიმგებლობის მატარებელი არსება ყველას უნდა გაეცნო. ბოლოს ღმერთმა ანგელოზებს უბრძანა, რომ ადამიანის გაჩენას აპირებდა და ეს არსება დედამიწის „ხალიფა“ იქნებოდა. ანგელოზებმა ადამიანის უარყოფითი თვისებების ჩამოთვლა დაიწყეს, ამბოხებებს მოაწყობს და სისხლს დაღვრისო, ღმერთს ეუბნებოდნენ. გარდა ამისა ფიქრობდნენ, ღვთისმსახურებაში და თაყვანისცემაში რაიმე ნაკლი არ გვაქვსო. ეს მოვლენა ანგელოზებისთვის უჩვეულო იყო, რადგან მათთვის არეულობები და სისხლისღვრა წარმოუდგენელი რამ იყო. ასეთი ქმედებები მათ ბუნებას ეწინააღმდეგებოდა. ამ ახალი არსების თვისებები ეშმაკისთვის წარმატების შანსი იქნებოდა. რამდენადაც ლოცვა და მსახურება ანგელოზებს ღმერთთან აახლოვებდა, იმდენად დააშორებდა ადამიანს შუღლი და სისხლისღვრა ღმერთისგან. ღვთისმსახურება და თაყვანისცემა ანგელოზების ბუნებაა, მაგრამ ადამიანის ბუნებაში ეშმაკისეული ქმედებებისკენ, მათ შორის სისხლისღვრისკენ მიდრეკილება იყო. ლოცვა და ღვთისმსახურება ანგელოზისებრი ქცევები იყო, მაგრამ სისხლისღვრა -ეშმაკისეული. "