KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
სამართლიანობა

სამართლიანობა

KİTAP HAKKINDA

ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, ეს ის ორი ტერმინია, რომელთა შესახებ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი მსჯელობა მიმდინარეობდა და ასევე ბევრი იწერებოდა. დღესაც ამ საკითხს, წარსულთან შედარებით, უფრო მეტი ყურადღება ექცევა და უფრო მეტი მსჯელობის საგანია. ყველას პირზე აკერია უფლებები და სამართლიანობა. ზოგადად ისეთი საკითხები, რომლებიც პრობლემას აღარ წარმოადგენენ აქტუალურობას კარგავს. შესაბამისად, ადამიანის უფლებები და სამართლიანობა რომ დაცული იყოს ამდენი მსჯელობა არ დაჭირდებოდა. რადგანაც ეს საკითხი მუდმივად წინა პლანზეა, გამოდის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებები და სამართლიანობა უმეტესწილად უგულებელყოფილია. არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც აღნიშნულ საკითხს უფრო პრობლემურს ხდის: ძირითადი პრობლემა არა უსამართლობის არსებობა, არამედ ამ საკითხის მიმართ სამართლიანობის მომსპობთა მხრიდან მუდმივი აპელირებაა. როგორც ჩანს, სანამ კაცობრიობა იარსებებს, სამართლიანობის პრობლემა მუდმივად იქნება და მის შესახებ მუდმივად ისაუბრებენ.