KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
რირსება და უმანქოება

რირსება და უმანქოება

KİTAP HAKKINDA

"ღირსება არის ადამიანის, როგორც საკუთარი თავისადმი პატივისცემაზე, ასევე სხვების მხრიდან მისდამი პატივიცემაზე დამყარებული ადამიანური ფასი. ადამიანი სხვა არსებებისგან განსხვავებული არსებაა და მისი ეს „მაღალი თვისებები“ მისსავე ღირსებას ავლენს. „ადამიანი ღირსეული არსებაა“, ვამბობთ და ამით მის პიროვნებას და იდენტობას განვმარტავთ. ადამიანისთვის ღრსება შემდგომში ბოძებული წყალობა არ გახლავთ. მას ეს თვისება დაბადებიდანვე არგუნა ღმერთმა. ადამიანმა მხოლოდ ის უნდა შეძლოს, რომ ეს ღირსება შეინარჩუნოს. ამასთანავე, ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა არ გააჩნია, ის არც სხვას სცემს პატივს. როგორც კი ადამიანი გაიგებს საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების ფასს, ის აუცილებლად შეეცდება გაუფრთხილდეს მას და შეეცდება შეინარჩუნოს „უმანკოება“. ანუ არ დაკარგოს ღირსება და არ ჩაიდონოს ღირსებისთვის შეუფერებელი საქციელი. რაც შეეხება წესიერებას, ეს არის ადამიანის თვისება, რომელიც ცდუნებებისა და ცოდვებისგან თავდაცვის შედეგად მიიღწევა. წესიერი ადამიანი საჭმელს, სასმელს და სექსუალურ სურვილებს ზომიერებას და ზნეობრივ რეგულაციებს უქვემდებარებს. წესიერება ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ცდუნებებს უმკლავდება და ყველა ნაბიჯს სარწმუნოებასა და გონიერებასთან ათანხმებს. ადამიანი, როგორც ცოცხალი არსება, სიცოცხლისათვის კვებას და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში გამოჩენილი ზომიერება ზნეობის ერთ-ერთ გამოხატულებაა, რომელსაც წესიერება ეწოდება. წესიერი ცხოვრება ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა როგორც გამჩენის მიმართ, ისე საკუთარი თავისა და გარემოს მიმართაც. "