KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
რასიზმი

რასიზმი

KİTAP HAKKINDA

"რასა ნიშნავს ""ცოცხალ არსებათა ქვედანაყოფს, რომელსაც აქვს იგივე ძირითადი სტრუქტურა ცოცხალ სახეობებში"". რასიზმი; ეს არის რასობრივი დისკრიმინაციის გზით სხვების დამცირების, ჩაგვრის, ექსპლუატაციის და განადგურების მცდელობის სახელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასიზმი; ეს არის სისტემის სახელწოდება, რომელშიც ადამიანები აზრს იძენენ ან უაზრო ხდებიან მხოლოდ თავისი რასის მეშვეობით, ყველა სხვა მახასიათებლის მიტოვები შედეგად. ნაციონალიზმი; სანამ ეს ნიშნავს სამშობლოს, მამულის, დროშის, კულტურის, ეროვნული და სულიერი ფასეულობების სამუდამოდ ცოცხლად შენარჩუნების სურვილს, ის განცალკევებულია რასიზმისგან. მაგრამ ამ აზრების მიღმა, რასიზმს აქვს ფანატიკოსი, კონსერვატიული, დესტრუქციული, გამომრიცხავი და მჩაგვრელი ხასიათი. „რასისტი არის „დალტონიკი“, რომელიც ფერებს მხოლოდ შავ-თეთრად ხედავს... რასისტი ეძებს „განტევების ვაცს“; რასისტი თავისი წარმომავლობის უპირატესობას ამტკიცებს და ის სხვა რასის წარმომადგენლების ექსპლოატაციას ლამობს. რასისტი ადამიანი, როგორც წესი სიყვარულისა და შეუწყნარებლობის გარეშე იზრდება. ის არის სასტიკი, დაუნდობელი, ეგოისტი. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, რომ ძლიერია, ის სინამდვილეში სუსტია... დედისგან რასისტად არავინ იბადება. რასისტი არ იბადები, რასისტი ხდები! რასიზმს სწავლობენ და ასწავლიან. რასიზმი წარმოებული და დანერგილია. ასე რომ, ჩვენთვის შესაძლებელია რასიზმთან ბრძოლა. ჩვენს ხელშია აღვზარდოთ ჯანსაღი თაობები, რომლებსაც არ აქვთ პიროვნული აშლილობა ან ფსიქიკური პრობლემები. ბუნებრივია ამას განათლებისთვის მნიშვნელობის მინიჭებით შევძლებთ!“ ნაშრომი სახელწოდებით „რასიზმი“ დაიწერა რასიზმის შესახებ ისლამური თვალსაზრისის უკეთ გასაგებად. რასიზმი ბრმა იდეოლოგიაა და ისლამთან კავშირი არ გააჩნია. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ადამიანების რასის საფუძველზე დაფასება აკრძალულია რელიგიაში და რასობრივ დისკრიმინაციას არ აქვს არანაირი ადგილი ალლაჰისა და შუამავლის თვალში. ისლამის მიხედვით ადამიანთა შრის უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმოშიშბაშია და ადამიანები თანასწორნი არიან ადამიანური ღირსების თვალსაზრისით. ნაწარმოები ელოდება მკითხველებს, რომლებსაც სურთ გააცნობიერონ განსხვავება რასიზმსა და ნაციონალიზმს შორის და გაიგონ ისლამის მიერ რასობრივი იერარქიის აკრძალვის ზომები."