KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
თერორი

თერორი

KİTAP HAKKINDA

"ტერორიზმი არის ადამიანის, მისი გარემოს, სხვა ცოცხალი არსებების, საგნების, ბუნების და თვით საკუთარი თავის მიმართაც გამოხატული სისასტიკე. ტერორიზმი არის ყველა საზღვრის დარღვევა, იქნება ეს გეოგრაფიული, სოციალური, მორალური თუ ადამიანური. ტერორიზმი არის საზოგადოების, ისტორიის, კულტურის, ცივილიზაციისა და კაცობრიობის საერთო ღირებულებების უარყოფა. ტერორი არის დაუნდობელი სიძულვილის, ამოუწურავი ქიშპისა და აღვირახსნილობის სახელი. ადნან ბულენთ ბალოღლუს ნაშრომი გამოირჩევა დამაკმაყოფილებელი და მკაფიო ახსნა-განმარტებით ტერორიზმისა და მასთან დაკავშირებული ცნებების შესახებ. ავტორი მკაფიოდ განმარტავს ტერორისტული ქმედებების სამიზნეებს. ძალადობის თესვა და ის, ვინც ამ სექტორიდან სარგებელს იღებს, ნათლად არის დახატული. ნაშრომში ასევე ვლინდება ძალადობისა და ტერორიზმის მიღმა არსებული ურთიერთობების რთული ქსელები. ნაწარმოებში წარმოდგენილია ტერორისტის სულიერი სამყარო, ასევე დაზიანებული გონებისა და იდეების განწყობა და მახასიათებლები. ნეგატივი, რომელსაც განიცდიან ქალები და ბავშვები, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის ძალადობის ჩრდილში,წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს სინდიდსზე. წიგნი გამოხატავს ისლამის პოზიციას, რომელიც იწვევს კაცობრიობას მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ტერორიზმისა და ძალადობის აქტების წინააღმდეგ. ნაწარმოები თავისი მკაფიო ენით და გამართული სტილით ნათელ წინადადებებს და მუდმივ კვალს ტოვებს ჩვენს გონებაში „ტერორის“ თემაზე."