KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057751812
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
ზალადობა

ზალადობა

KİTAP HAKKINDA

"ძალადობა არის ძალის ან ზეწოლის გამოყენებით ადამიანის ფიზიკური ან სულიერი ზიანისკენ მიმართული ქმედება. ძალადობა შეიძლება იყოს ინდივიადუალური ან ჯგუფური სახის. ძალადობა უძველესი მოვლენაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ადამიანის ცხოვრებს თან სდევს. დღეისათვის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გავრცელებული ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალადობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თანამედროვე საზოგადოება ძალადობის მხრივ სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ყოველდღიურად ვხედავთ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის ფაქტებს. ხშიარია ოჯახური ძალადობის ფაქტები. ძალადობენ ბავშვებზე, ქალებზე, მოხუცებზე. ასევე ძალადობა გახშირდა ცხოველებისა და გარემოს მიმართ. ხშირია ასევე რიტუალური ძალადობა და ტერორიზმის ფაქტები. გარდა ამისა ძალადობის ფაქტებს ვხედავთ სპორტიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული თითქმის ყველა სფეროში. სამართლიანობა საყოველთაო ვალდებულებაა. დიდი, პატარა, ღარიბი, მდიდარი, კაცი, ქალი, უფროსი, უმცროსი, ყველა ვალდებულია სამართლიანად მოიქცეს. ისლამში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აკრძალულია. ძალადობა ვისგანაც ან საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ის კაცობრიობის დანაშაულია. ისლამი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ადამიანს სხვა არსებებისაგან ძირითადად მეტყველება, აზროვნება და არცევანის თავისუფლება განასხვავებს. მისი ეს თვისებები ადამიანს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად ადამიანის ღირსებაც და პასუხისმგებლობაც განსაკუთრებულია. "