KategoriResmi
Yazar : Dib
Yayın Evi : DİB
Basım Dili : Gürcüce
ISBN : 9786057519412
E-Kitap : PDF - ePUB
Arrow
ადამიანის  უფლებები

ადამიანის უფლებები

KİTAP HAKKINDA

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანაბარია ფუნდამენტურ უფლებებში, კაცობრიობის ისტორია მოწმეა მრავალი მტკივნეული გამოცდილების, რომლებიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, როგორიცაა რასიზმი, კოლონიალიზმი, დისკრიმინაცია და ომები. ფაქტობრივად, ეს დარღვევები მიდის იმ მიმართულებით, რომელიც ასევე უგულებელყოფს ცხოველთა და ყველა ცოცხალი არსების უფლებებს და ბუნებრივია ამგვარი ტენდენცია საფრთხეს უქმნის მომავალი თაობების უფლებებსაც. იმ დროს, როდესაც ადამიანები თითქმის კლასიფიცირებულნი იყვნენ ხელოვნური უპირატესობის მიზეზების მიხედვით, როგორიცაა ფერი, ენა, რასა, ტომი და წარმომავლობა, ისლამის მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებების გაგება დღესაც უნიკალურია. ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებების პრობლემა კვლავ დღის წესრიგშია, თანამედროვე ეპოქის მთავარ პრობლემათა შორის, იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობას ამ სფეროში უფრო ხანგრძლივი ბრძოლა მოუწევს. ეს კვლევა მომზადდა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ისლამის პერსპექტივიდან დავინახოთ და გავაანალიზოთ."