ფანათიზმი
KİTAP HAKKINDA
"ისლამი უკანასკნელი და სრულყოფილი სარწმუნოებაა. ის მონოთეისტურ რწმენაზეა ფორმირებული. ისლამის რწმენის სისტემის საფუძველში ღმერთის არსებობისა და ერთადერთობის რწმენა დგას. ისლამის მიზანია კაცობრიობა ამ ცენტრს დაუკავშიროს და შექმნას ისეთი ინდივიდები და საზოგადოება, რომლებიც ამ „ შენობის კედლებში“ მტკიცე აგურების როლს იტვირთავენ. ისლამური საზოგადოება თავს არიდებს ყველა ტიპის ზღვარსგადასულობას. მას აქვს მყარი მიმართულება, რომლის ძირითადი განმსაზღვრელი ზომიერებაა. ამ თემასთან დაკავშირებით ყურანში ნაბრძანებია შემდეგი: „და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. და დავადგინეთ ყიბლე, რომლისკენაც იდექი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგვეცნო (გამოგვემჟღავნებინა) ვინ მიჰყვება შუამავალს და ვინ გაბრუნდებოდა უკან ქუსლებზე შემდგარი. სწორედაც მძიმე იყო ეს, მაგრამ არა იმათთვის, რომელნიც სწორ გზას დააყენა ალლაჰმა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენსავე რწმენას. უეჭველად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია ხალხის მიმართ“. (ბაყარა 2/143). „შუა თემი“ ნიშნავს არცერთ მხარეს ზედმეტად გადახრილს, სწორად, ზომიერად მავალს. ასეთი ხალხი ღვთის მიერ დადგენილ წესებს გულწრფელად ასრულებს და ყველა საქმეს ზომიერების ფარგლებში აკეთებს. "